უხერხემლო ცხოველთა უდიდესი ტიპი, მიეკუთვნება პირველადპირიანებს. (3 მლ-მდე სახეობა). ხასიათდება ორმხრივსიმეტრული, სეგმენტირებული, ქიტინით დაფარული სხეულით; კიდურები დასახსრულია. აერთიანებს 3 ქვეტიპს: ლაყუჩითმსუნთქავნი (კიბოსნაირები), ქელიცერიანები (მეროსტომისებრნი და ობობასნაირები), ტრაქეიანები (მრავალფეხები და მწერები) და აგრეთვე გაურკვეველი სისტემატიკური პოზიციის მქონე 3 კლასს: ზღვის ობობებს, ენისებრთ და ნელმავლებს.
Source: ელიავა, ი., მოკლე ზოოლოგიური ლექსიკონი / [რედ.: რ. ჟორდანია, ი. ქორქია] / საგამომცემლო, თბ.: ჯისიაი, 2001წ.