ქა ქე ქვ ქი ქლ ქო ქრ ქს ქტ ქუ
ქელ ქემ ქერ

ქელიცერიანები (Chelicerata)

ფეხსახსრიანების ტიპის ქვეტიპი (25000-ზე მეტი სახეობა). თითქმის ყველა ხმელეთის ცხოველია. ანტენულები რედუცირებულია, თავის სეგმენტები ერწყმის მკერდისას და წარმოიქმნება თავმკერდი (პროსომა). თავმკერდის პირველ სეგმენტზე მარწუხისმაგვარი ქელიცერებია განლაგებული, მეორე სეგმენტზე – პედიპალპები, ხოლო დანარჩენ 4 სეგმენტზე – თითო წყვილი სასიარულო ფეხია. სუნთქვის ორგანოებია: ლაყუჩები, ფილტვები, ტრაქეები. ქვეტიპში 2 კლასია: მეროსტომისებრნი და ობობასნაირები.
Source: ელიავა, ი., მოკლე ზოოლოგიური ლექსიკონი / [რედ.: რ. ჟორდანია, ი. ქორქია] / საგამომცემლო, თბ.: ჯისიაი, 2001წ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9