გარსიანების ტიპის ერთ-ერთი კლასი. ზღვის ცალკეული და კოლონიური ცხოველები (დაახლოებით 1000 სახეობა). ძირითადად მჯდომარე ცხოველებია. სხეული დაფარულია გარსით (ტუნიკით). აქვს ქორდა. ახასიათებს რეგრესული მეტამორფოზი: ლარვა ემაგრება მყარ სუბსტრატს, კარგავს ქორდას; ნერვული სისტემა და მთელი ორგანიზმი მარტივდება, გადაიქცევა უძრავ მჯდომარე ზრდასრულ ფორმად. გავრცელებულია თითქმის ყველა ზღვაში, თავთხელში.
Source: ელიავა, ი., მოკლე ზოოლოგიური ლექსიკონი / [რედ.: რ. ჟორდანია, ი. ქორქია] / საგამომცემლო, თბ.: ჯისიაი, 2001წ.