ღრუნაწლავიანების ერთ-ერთი კლასი (6000-ზე მეტი სახეობა). ზღვის ორგანიზმებია. არსებობენ მხოლოდ პოლიპის ფორმით. ნაწლავის ღრუ რადიალური ტიხრებით კამერებადაა დაყოფილი. მრავალი მ. პოლიპი ქმნის კოლონიას და მასიური კიროვანი ჩონჩხი ამის გამო წარმოქმნის რიფებს. კლასი აერთიანებს 2 ქვეკლასს: რვასხივიან და ექვსსხივიან მარჯნებს.
Source: ელიავა, ი., მოკლე ზოოლოგიური ლექსიკონი / [რედ.: რ. ჟორდანია, ი. ქორქია] / საგამომცემლო, თბ.: ჯისიაი, 2001წ.