მა მბ მე მზ მთ მი მკ მო მრ მს მტ მუ მფ მღ მც მძ მწ მჭ მხ მჯ
მწე მწო

მწერები (Insecta)

ფეხსახსრიანების ტიპის ერთ-ერთი კლასი. ცხოველთა სამყაროში ყველაზე მდიდარია სახეობათა რიცხვით (1,5 მილიონამდე). ძირითადად ხმელეთის, იშვიათად წყლის ცხოველებია. უმრავლესობას აქვს ფრთები. სხეული შედგება - თავის, მკერდისა და მუცლისაგან. თავზე განლაგებულია ულვაშები და პირის ორგანოები. მკერდზე 3 წყვილი კიდურია და 2 წყვილი ფრთა (მცირე გამონაკლისის გარდა). კარგადა აქვთ განვითარებული გრძნობათა ორგანოები. უდიდესი მნიშენელობა აქეთ ბუნებაში: ბევრია დამმტვერავი მწერი, პარაზიტი, დაავადების გამავრცელებელი, სასარგებლო მწერთა მავნებელი, ძვირფასი ნედლეულის მომცემი და სხვ. აერთიანებს მრავალ რიგს.
Source: ელიავა, ი., მოკლე ზოოლოგიური ლექსიკონი / [რედ.: რ. ჟორდანია, ი. ქორქია] / საგამომცემლო, თბ.: ჯისიაი, 2001წ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9