ბა ბგ ბე ბი ბლ ბო ბრ ბუ
ბელ ბენ ბეო ბერ ბეღ ბეწ ბეჭ

ბეღურასნაირნი (Passeriformes)

ფრინველების ერთ-ერთი რიგი (დაახლოებით 5100 სახეობა). ამ ჯგუფს მიეკუთენება ფრინველთა სახეობების დაახლოებით 63%. ყველაზე დიდი წარმომადგენელი – ყორანი იწონის 1,5 კგ-ს, ხოლო ყველაზე და მცირე ზომისანი 2-5 გრ. კარგადაა გამოხატული სქესობრივი დიმორფიზმი წარმოადგენენ მონოგამებს. ხშირად იკეთებენ რთულ ბუდეებს (მაგ. რემეზი). მრავალი მათგანი დროის დიდ ნაწილს ფრენაში ატარებს (მაგ. მერცხალი). ბეღურასნაირებს შორის არიან პოლიფაგები (ყვავი), მაგრამ უმრავლესობა მწერიჭამიაა. რიგი აერთიანებს 4 ქვერიგს.
Source: ელიავა, ი., მოკლე ზოოლოგიური ლექსიკონი / [რედ.: რ. ჟორდანია, ი. ქორქია] / საგამომცემლო, თბ.: ჯისიაი, 2001წ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9