ორმხრივ სიმეტრული ცხოველების ქვეგანყოფილება. პირველადპირიანებისაგან მათ განსხვავებით ბლასტოპორის ადგილზე უჩნდებათ უკანა ხვრელი, ხოლო პირი ვითარდება საპირისპირო მხარეს. მ-ში ფართოდაა გავრცელებული ორგანოთა ჩასახვის ინვაგინაციური ტიპი. აერთიანებს პოგონოფორებს, ნახევრადქორდიანებს, გარსიანებს, თავქორდიანებს, ხერხემლიანებს და უხერხემლოების 2 ტიპს ჯაგარყბიანებს და ეკალკანიანებს.
Source: ელიავა, ი., მოკლე ზოოლოგიური ლექსიკონი / [რედ.: რ. ჟორდანია, ი. ქორქია] / საგამომცემლო, თბ.: ჯისიაი, 2001წ.