ეა ეგ ედ ევ ეთ ეი ეკ ელ ემ ენ ეპ ერ ეს ეუ ეფ ექ ეშ
ეკა ეკო

ეკალკანიანები, კანეკლიანები (Echinodermata)

მეორადპირიანების ქვეგანყოფილების ერთ-ერთი ტიპი (6000-ზე მეტი სახეობა). მაღალი ორგანიზაციის მქონე ზღვის უხერხემლოები. ახასიათებთ ამბულაკრული სისტემა; ზრდასრულებს აქვთ რადიალური სიმეტრია და შინაგანი კიროვანი ჩონჩხი. აქვთ ე.წ. ღერძის კომპლექსის ორგანოები. განვითარება რთული მეტამორფობით; ლარვები ორმხრივსიმეტრული, პელაგიურია. ბინადრობენ სანაპირო ზოლიდან დაწყებული 10000 მ. სიღრმემდე. აერთიანებს რამოდენიმე კლასს: პოლოთოურიებს, ზღვის შროშანებს, ზღვის ვარსკვლავებს, ზღვის ზღარბებს, ოფიურებს და სხვ.
Source: ელიავა, ი., მოკლე ზოოლოგიური ლექსიკონი / [რედ.: რ. ჟორდანია, ი. ქორქია] / საგამომცემლო, თბ.: ჯისიაი, 2001წ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9