არასეგმენტირებული პირველადპირიანების ერთ-ერთი ტიპი. (7000 სახეობაზე მეტი). ზღვების და მტკნარი წყლების ბინადარი თავისუფლად მცხოვრები ჭიები და სხვადასხვა ცხოველთა პარაზიტები. სხეული შებრტყელებულია დორსო-ვენტრალური მიმართულებით. კარგადაა განვითარებული კან-კუნთოვანი პარკი. ორგანოთაშორისი სივრცე ამოვსებულია პარენქიმით. გააჩნიათ ფოტორეცეპტორები, სტატოცისტი . და ქიმიური გრძნობის ორგანოები. ანალური ხვრელი არა აქვთ. გამომყოფი სისტემა წარმოდგენილია პროტონეფრიდიებით. არ გააჩნიათ სისხლის მიმოქცევისა და სასუნთქი სისტემები. ტიპი აერთიანებს 7 კლასს: წამწამოვან ჭიებს (ტურბელარიებს), მონოგენეზურებს, მწოველებს, ტემნოცეფალებს, უდონელიდებს, პიროკოტილიდებს და ცესტოდებს.
Source: ელიავა, ი., მოკლე ზოოლოგიური ლექსიკონი / [რედ.: რ. ჟორდანია, ი. ქორქია] / საგამომცემლო, თბ.: ჯისიაი, 2001წ.