მწერების კლასის ერთ-ერთი რიგი (30 000-ზე მეტი სახეობა). ხასიათდება არასრული გარდაქცევით. პირის აპარატი მჩხვლეტავ-მწუწნავია. ფრთები აპკისებრია, გამჭვირვალე. ზოგჯერ წინა ფრთები კანისებრია, ხოლო უკანა – შეიძლება რუდიმენტური იყოს; მრავალისათვის დამახასიათებელია პართენოგენეზური გამრავლება. იკვებებიან უმაღლესი მცენარეების წვენებით, ვნებენ სასოფლო-სამეურნეო მცენარეებს. რიგში 5 ქვერიგია.
Source: ელიავა, ი., მოკლე ზოოლოგიური ლექსიკონი / [რედ.: რ. ჟორდანია, ი. ქორქია] / საგამომცემლო, თბ.: ჯისიაი, 2001წ.