სრული გარდაქმნის მქონე მწერების ერთ-ერთი რიგი (დაახლოებით 85000 სახეობა). აერთიანებს აგრეთვე კოღოებს. გააჩნიათ 2 წინა ფრთა, უკანა ფრთები რუდიმენტურია და გადაქცეულია ბზუალებად. მატლები ხშირად უფეხოა, ზოგჯერ – უთაოც. ცხოვრობენ და ვითარდებიან წყალში, ლპობად ორგანულ ნიეთიერებებში, ნიადაგში. ზოგი პარაზიტობს ცხოველებსა მცენარეეზე. რიგი აერთიანებს 100 ოჯახს.
Source: ელიავა, ი., მოკლე ზოოლოგიური ლექსიკონი / [რედ.: რ. ჟორდანია, ი. ქორქია] / საგამომცემლო, თბ.: ჯისიაი, 2001წ.