ძვლოვანი თევზების კლასის ერთ-ერთი რიგი (150-ზე მეტი სახეობა). აქვთ ზურგის 2 და კუდის ამოჭრილი ფარფლი. სხეული და თავი დაფარულია ქტენოიდური ტიპის ქერცლით. გავრცელებულია ტროპიკულ და ზომიერად თბილ ზღვებში. აქეთ სამეურნეო მნიშვნელობა (კეფალი, სინღოლი და სხვ.)
Source: ელიავა, ი., მოკლე ზოოლოგიური ლექსიკონი / [რედ.: რ. ჟორდანია, ი. ქორქია] / საგამომცემლო, თბ.: ჯისიაი, 2001წ.