მრავალფეხების ერთ-ერთი რიგი. მჭიდროდაა დაკავშირებული ნიადაგთან. ძლიერ სეგმენტირებული სხეული გრძელი და თასმისნაირია. აქვს 31-177 წყვილი ფეხი. ზოგიერთი ცხოვრობს წყალში. ყველა მტაცებელია. ზოგს ახასიათებს ლუმინესცენციის უნარი. მცირე ზომის ცხოველები (ძირითადად 3-4 სმ., იშვიათად 15 სმ-დე).
Source: ელიავა, ი., მოკლე ზოოლოგიური ლექსიკონი / [რედ.: რ. ჟორდანია, ი. ქორქია] / საგამომცემლო, თბ.: ჯისიაი, 2001წ.