მრავალფეხათა კლასის ქვეკლასი (10000-დე სახეობა). სხეული სეგმენტირებულია. სეგმენტების უმრავლესობაზე არის 2 წყვილი სუსტი კიდური. თავი კარგადაა გამოხატული. დ-ბი ბინადრობენ ნიადაგში და საფენში. იკვებებიან ხრწნადი ორგანული მასით. აერთიანებს 5 რიგს.
Source: ელიავა, ი., მოკლე ზოოლოგიური ლექსიკონი / [რედ.: რ. ჟორდანია, ი. ქორქია] / საგამომცემლო, თბ.: ჯისიაი, 2001წ.