გა გე გვ გი გლ გნ გო გრ გუ
გვა გვე

გველთევზასნაირნი (Anguilliformes)

ძვლოვანი თევზების კლასის ერთ-ერთი რიგი (დაახლოებით 350 სახეობა). ძირითადად, ზღვის თევზებია. სხეული გველისმაგვარია, ქერცლი ხშირად არ გააჩნიათ. განვითარება ხდება რთული მეტამორფოზით: გამჭვირეალე ლარვა-ლეპტოცეფალი მნიშვნელოვნად განსხვავდება ზრდადასრულებულისაგან. გ-ბს ახასიათებს მიგრაცია ტოფობის ადგილისაკენ – სარგასის ზღვისაკენ. გამოჩეკილი ლარვები 3 წლის მანძილზე ახდენენ დრეიფს ევროპის ნაპირებისაკენ და სიცოცხლის მე-4 წელს შედიან იქ მდინარეებში. არსებობენ ზღვის გ-ნი, რომლებიც დიდი ზომის მტაცებლებს წარმოადგენენ.
Source: ელიავა, ი., მოკლე ზოოლოგიური ლექსიკონი / [რედ.: რ. ჟორდანია, ი. ქორქია] / საგამომცემლო, თბ.: ჯისიაი, 2001წ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9