კუსნაირთა რიგის ერთ-ერთი ქვერიგი (45 სახეობა). კისრის მალებს აქვთ გრძელი განივი მორჩები, რის გამოც თავი, ჯავშანში შეწევის დროს, ტრიალდება. გავრცელებულია სამხრეთ ნახევარსფეროს მტკნარ წყალსატევებში. აქვთ სარეწაო მნიშვნელობა.
Source: ელიავა, ი., მოკლე ზოოლოგიური ლექსიკონი / [რედ.: რ. ჟორდანია, ი. ქორქია] / საგამომცემლო, თბ.: ჯისიაი, 2001წ.