უმარტივესების სპოროვანთა კლასის ერთ-ერთი რიგი (500-დე სახეობა). უხერხემლოთა ენდოპარაზიტებია, განსაკუთრებით ხშირად ბინადრობენ მწერებში. სხეული სამი ნაწილისაგან შედგება: წინა – ეპიმერიტი, შუა - პროტომერიტი, უკანა – დეიტომერიტი. გამრავლება, ძირითადად, სქესობრივი, ზოგჯერ-უსქესო.
Source: ელიავა, ი., მოკლე ზოოლოგიური ლექსიკონი / [რედ.: რ. ჟორდანია, ი. ქორქია] / საგამომცემლო, თბ.: ჯისიაი, 2001წ.