და დე დი დო დღ
დაბ დაზ დათ დაკ დამ დან დარ დატ დაძ დაჭ

დამანისნაირნი ანუ ჰირაქსინისნაირნი (Hyracoides)

ძუძუმწოვრების ერთ-ერთი რიგი (10 სახეობა). სხეულის სიგრძე 30-60 სმ. კუდი ან არა აქვთ, ან იგი ძალიან მოკლეა. პირის აპარატით გვანან მღრღნელებს. წინა კიდურები 4-თითიანია, უკანა - 3 თითიანი. კიდურები ისეა მოწყობილი, რომ დ-ნი ადვილად მოძრაობენ ხის ტოტებზე და შვეულ კლდეებზე. გავრცელებული არიან აფრიკასა და სამხრეთ-დასავლეთ აზიაში.
Source: ელიავა, ი., მოკლე ზოოლოგიური ლექსიკონი / [რედ.: რ. ჟორდანია, ი. ქორქია] / საგამომცემლო, თბ.: ჯისიაი, 2001წ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9