არასრული გარდაქმნის მქონე მწერების ერთ-ერთი რიგი (1500-ზე მეტი სახეობა). ფრთები აპკისებურია, უკანა წყვილი წინაზე მცირეა ან რედუმენტურია. ზრდასრულნი ცხოვრობენ რამოდენიმე საათსა ან დღეს. მათი პირის ორგანოები არ ფუნქციონირებენ. მუცელი თავდება 2 ან 3 გრძელი ძაფით. ლარვები ცხოვრობენ წყალში, სუნთქავენ ტრაქეული ლაყუჩებით, მათი განვითარების ხანგრძლივობა 2-3 წელია. დიდი მნიშვნელობა აქეთ, როგორც თეეზებისა და წყლის სხვა ცხოველების საკვებს.
Source: ელიავა, ი., მოკლე ზოოლოგიური ლექსიკონი / [რედ.: რ. ჟორდანია, ი. ქორქია] / საგამომცემლო, თბ.: ჯისიაი, 2001წ.