ხრტილოვან თევზების კლასის სკაროსების ზერიგის ერთ-ერთი რიგი (30 სახეობა). სხეული თითქმის მრგვალია. კუდის უკანა ნაწილი მკვეთრადაა გამოყოფილი. განეითარებული აქვთ ელექტრული ორგანოები. განმუხტვის დროს ძაბვა აღწევს 8-დან 440-დე ვოლტს. ბინადრობენ ყველა ოკეანის ტროპიკულ და სუბტროპიკულ ზონაში.
Source: ელიავა, ი., მოკლე ზოოლოგიური ლექსიკონი / [რედ.: რ. ჟორდანია, ი. ქორქია] / საგამომცემლო, თბ.: ჯისიაი, 2001წ.