უმდაბლესი ძუძუმწოვრების ერთადერთი რიგი – ყველაზე პრიმიტიული თანამედროვე ძუძუმწოვრები. დებენ კვერცხს, აქვთ კარგად განვითარებული კორაკოიდი (ქვეწარმავალთა ნიშნები). ამავე დროს აქვთ ბალნოვანი საფარი და სარძევე არეები. ზრდასრულებს არა აქვთ კბილები. წარმოდგენილია I სახეობის იხვნისკარტათი და 4 სახეობის ექიდნით. გავრცელებულია ავსტრალიაში, ახალ გვინეასა და ტასმანიაზე.
Source: ელიავა, ი., მოკლე ზოოლოგიური ლექსიკონი / [რედ.: რ. ჟორდანია, ი. ქორქია] / საგამომცემლო, თბ.: ჯისიაი, 2001წ.