ძუძუმწოვრების კლასის ერთ-ერთი რიგი. აერთიანებს წყლის ძუძუმწოვრებს, რომლებიც სხეულის გარეგანი აგებულებით გვანან თევზებს. აქვთ მუდმივი ტემპერატურა, სუნთქავენ ფილტვებით, ნაშიერებს კვებავენ რძით. წინა კიდურები ფარფლებადაა გადაქცეული, უკანა – რუდიმენტურია. აქვთ ძლიერი კუდის ფარფლი, უმრაელესობას – ზურგის ფარფლი. კანქვეშა ცხიმის შრე სქელია (50 სმ-დე). თანამედროვე ცხოველებში ყველაზე დიდი ცხოეელები ამ რიგს მიეკუთვნებიან. მაგ. ლურჯი ვეშაპის სიგრძე აღწევს 33 მ., ხოლო წონა – 150 ტონას. არის ორი ქვერიგი: ულვაშიანი ანუ უკბილო და კბილებიანი ვეშაპები. (სულ 86 სახეობა).
Source: ელიავა, ი., მოკლე ზოოლოგიური ლექსიკონი / [რედ.: რ. ჟორდანია, ი. ქორქია] / საგამომცემლო, თბ.: ჯისიაი, 2001წ.