ხრტილოვან თევზების კლასის ერთ-ერთი ზერიგი. აერთიანებს 6 რიგს, 20 ოჯახსა და 250 სახეობას. მცირე ზომის თევზებიდან (15.40 სმ) გიგანტურამდე (20 მ.) ჩონჩხი ხრტილოვანია, ქერცლი პლაკოიდური, 5-7 ლაყუჩს გააჩნია დამოუკიდებელი, სალაყუჩე ხვრელები. საცურაო ბუშტი არა აქვთ. თითქმის ყველა აქტიური მტაცებელია.
Source: ელიავა, ი., მოკლე ზოოლოგიური ლექსიკონი / [რედ.: რ. ჟორდანია, ი. ქორქია] / საგამომცემლო, თბ.: ჯისიაი, 2001წ.