ეკალკანიანების ტიპის ერთ-ერთი კლასი (800-დე სახეობა). ზღვის ცხოველები, რომლებსაც აქვთ მომრგვალო ფორმა. სხეული დაფარულია ეკლებით. კარგადაა განვითარებული კიროვანი ჩონჩხი, რომელიც შედგება ფირფიტების 20 რიგისაგან.
Source: ელიავა, ი., მოკლე ზოოლოგიური ლექსიკონი / [რედ.: რ. ჟორდანია, ი. ქორქია] / საგამომცემლო, თბ.: ჯისიაი, 2001წ.