ქვეწარმავლების კლასის კუთა რიგის ერთ-ერთი ქვერიგი (6 სახეობა). სხეული დიდი ზომისაა (ზოგიერთის წონა აღწევს 600 კგ-სა და მეტს). კიდურები ფარფლის ფორმისაა. კისერი მოკლეა და არ იმალება ჯავშნის ქვეშ. ცხოვრობს წყალში და ხმელეთზე მხოლოდ კვერცხდებისათვის ამოდის. საკვებად გამოიყენება როგორც კუთა ხორცი, ასევე კვერცხები.
Source: ელიავა, ი., მოკლე ზოოლოგიური ლექსიკონი / [რედ.: რ. ჟორდანია, ი. ქორქია] / საგამომცემლო, თბ.: ჯისიაი, 2001წ.