ფეხსახსრიანთა ტიპის ერთ-ერთი კლასი (500-ზე მეტი სახეობა) ზღვის ცხოველებია, რომელთაც აქვთ კიბოსნაირებისა და ქელიცერიანების ნიშნები. სხეულის სიგრძე 0,8-18 მმ-ია. კიდურები სხეულზე გაცილებით გრძელია. აქეთ 4 წყვილი სასიარულო ფეხი. სხეული დაფარულია ქიტინოვანი კუტიკულით. ზოგი პარაზიტობს მედუზებზე, მოლუსკებზე და ეკალკანიანებზე.
Source: ელიავა, ი., მოკლე ზოოლოგიური ლექსიკონი / [რედ.: რ. ჟორდანია, ი. ქორქია] / საგამომცემლო, თბ.: ჯისიაი, 2001წ.