ბრტყელი ჭიების ტიპის ერთ-ერთი კლასი (1800-დე სახეობა). ხერხემლიანების სპეციალიზებული პარაზიტები. ადამიანში პარაზიტობს 32 სახეობა. ლარვები ხშირად უხერხემლოებში ვითარდებიან. სხეული გრძელია და დანაწევრებულია პროგლოტიდებად; თავის ნაწილში (სკოლექსებზე) განლაგებულია საფიქსაციო ორგანოები (კაუჭები, მისაწოვრები, ბოთრიები). მომნელებელი სისტემა რედუცირებულია. ნერვული სისტემა სუსტადაა განვითარებული. უმრავლესობა ჰერმაფროდიტია იყოფა 2 ქვეკლასად: ცესტოდისმაგვარნი (Cestodaria) და ნამდვილი ცესტოდები (Cestoda).
Source: ელიავა, ი., მოკლე ზოოლოგიური ლექსიკონი / [რედ.: რ. ჟორდანია, ი. ქორქია] / საგამომცემლო, თბ.: ჯისიაი, 2001წ.