არასრული გარდაქცევის მქონე მწერების რიგი (დაახლოებით 2500 სახეობა). ძლიერაა განვითარებული პოლიმორფიზმი. გავრცელებულნი არიან ტროპიკებსა და სუბტროპიკებში. ხასიათდებიან საზოგადოებრივი ცხოვრების ნირით. ხშირად აგებენ რთულ კონუსურ ნაგებობებს. ოჯახში არის 1 კვერცხისმდებელი მდედრი („დედოფალი“) და მისი განმანაყოფიერებელი მამრი, მუშების რაოდენობა შეიძლება აღწევდეს მრავალ ათასს. მრავალი სახეობა იკვებება მერქნით.
Source: ელიავა, ი., მოკლე ზოოლოგიური ლექსიკონი / [რედ.: რ. ჟორდანია, ი. ქორქია] / საგამომცემლო, თბ.: ჯისიაი, 2001წ.