ეა ეგ ედ ევ ეთ ეი ეკ ელ ემ ენ ეპ ერ ეს ეუ ეფ ექ ეშ
ეპე ეპი

ეპიტოკია

L. ეპი + gamos - ვუღლდები
მოვლენა, რომლის დროსაც ზოგიერთ რგოლოვან ჭიებში სასქესო უჯრედები ყალიბდება სხეულის მეტამერებში ეს უკანასკნელნი წინამდებარეთაგან განსხვავებულ ფორმას იღებენ და ეპიტოკურად იწოდებიან. ეს მონაკვეთი წინასაგან (ატოკურისაგან) განსხვავდება სხვა ნიშნებითაც. გამრავლების დროს მასში ნაწლავი დეგენერაციას განიცდის. მრავალ წარმომადგენელში იგი მოწყდება ატოკურ ნაწილს, ამოტივტივდება წყლის ზედაპირზე, გამოყოფს სასქესო პროდუქტებს და იღუპება. ატოკური ნაწილი კი რეგენირებს. ეპიგამიის დროს სასქესო პროდუქტები თავისუფლდება სხეულის კედლის გარღვევით ინდივიდის დაღუპვის გარეშე. დამახასიათებელია იმ ფორმებისათვის, რომლებსაც არ გააჩნიათ სასქესო სადინარები.
Source: ელიავა, ი., მოკლე ზოოლოგიური ლექსიკონი / [რედ.: რ. ჟორდანია, ი. ქორქია] / საგამომცემლო, თბ.: ჯისიაი, 2001წ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9