უმაღლესი კიბოების ქვეკლასის ერთ-ერთი რიგი (4500-დე სახეობა). სხეული შებრტყელებულია დორსო-ვენტრალური მიმართულებით. კარაპაქსი არა აქვთ. მუცლის განყოფილება მკერდისაზე უფრო მოკლეა. უმრავლესობა ბინადრობს ზღვებში. მათ შორის არჩევენ ფსკერის, პლანქტონურ და პარაზიტულ ფორმებს. ნაწილი ცხოვრობს მტკნარ წყლებში. ხმელეთზე ბინადრობენ მხოლოდ ე.წ. ტენჭიები.
Source: ელიავა, ი., მოკლე ზოოლოგიური ლექსიკონი / [რედ.: რ. ჟორდანია, ი. ქორქია] / საგამომცემლო, თბ.: ჯისიაი, 2001წ.