ფრინველების ერთ-ერთი რიგი (სულ 4 სახეობა). აერთიანებს არამფრენ, დიდი სხეულის მქონე უტროპო ფრინველებს. ფრთები სუსტადაა განვითარებული. ფეხები ძლიერია, 3 თითიანია. ბინადრობენ ავსტრალიაში, ახალ გვინეაში და ახლო განლაგებულ კუნძულებზე. ემუს წონა უდრის 55 კგ-ს, კაზუარისა – 80 კგ-ს.
Source: ელიავა, ი., მოკლე ზოოლოგიური ლექსიკონი / [რედ.: რ. ჟორდანია, ი. ქორქია] / საგამომცემლო, თბ.: ჯისიაი, 2001წ.