ძვლოვანი თევზების ერთ-ერთი რიგი (500-დე სახეობა). სხეული ასიმეტრულია, ძლიერაა გვერდებიდან შევიწროვებული. ზრდასრულებში ორივე თვალი ერთ მხარეზეა. უმრავლესობა ტროპიკულსა და სუბტროპიკულ წყლებში ბინადრობს. არის მცირე ზომის (6-7 სმ) და მსხვილი ფორმები (მაგ. პალტუსის წონა 330 კგ-დეა).
Source: ელიავა, ი., მოკლე ზოოლოგიური ლექსიკონი / [რედ.: რ. ჟორდანია, ი. ქორქია] / საგამომცემლო, თბ.: ჯისიაი, 2001წ.