კა კბ კე კვ კი კლ კნ კო კრ კუ
კიბ კიდ კივ კინ კირ კიუ

კიბოსნაირები (Crustacea)

ფეხსახსრიანების ტიპის ლაყუჩითმსუნთქავთა ქვეტიპის ერთ-ერთი კლასი (20000-ზე მეტი სახეობა). ბინადრობენ ყველა წყალსატევში, ზოგიერთი გეხვდება ხმელეთზეც (ზოგი კიბოგანდეგილი, ტენჭიები). ზღვის პლანქტონის 90% შედგება კიბოსნაირებისაგან. სხეული დაფარულია ქიტინის ჯავშნით. თავზე, მის უკანა ნაწილში, განვითარებულია ნაოჭი, რომელიც გეერდებიდან შემოფარგლავს მკერდის ნაწილს და წარმოქმნის ე.წ. კარაპაქსს (იხ.). სუნთქვა ხდება ლაყუჩებით, რომლებიც მცირე ზომის ფორმებს არ გააჩნიათ. განვითარება ძირითადად მეტამორფოზით მიმდინარეობს. აერთიანებს 5 ქვეკლასს.
Source: ელიავა, ი., მოკლე ზოოლოგიური ლექსიკონი / [რედ.: რ. ჟორდანია, ი. ქორქია] / საგამომცემლო, თბ.: ჯისიაი, 2001წ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9