ამფიბიების კლასის ერთ-ერთი რიგი (280-დე სახეობა). უპირატესად წყლის მეორადი, იშვიათად ხმელეთის ცხოველებია. მალები ამფი - და ოპისთოცელურია. აქვთ ჩანასახოვანი ნეკნები. სუნთქავენ ფილტვებითა და კანით. განაყოფიერება, როგორც წესი, შინაგანია.
Source: ელიავა, ი., მოკლე ზოოლოგიური ლექსიკონი / [რედ.: რ. ჟორდანია, ი. ქორქია] / საგამომცემლო, თბ.: ჯისიაი, 2001წ.