ხრტილოვანი თევზების ერთ-ერთი რიგი (200-დე სახეობა). მათ მიეკუთენებიან ზვიგენები. გავრცელებულნი არიან ოკეანეების თბილ და ზომიერად თბილ წყლებში. დღევანდელ ფორმებში ყველაზე დიდი ზომისაა პლანქტონჭამია ვეშაპისმაგვარი ზვიგენი (სიგრძე 20-მ.-მდე, წონა 15 ტონამდე).
Source: ელიავა, ი., მოკლე ზოოლოგიური ლექსიკონი / [რედ.: რ. ჟორდანია, ი. ქორქია] / საგამომცემლო, თბ.: ჯისიაი, 2001წ.