უმარტივესების ტიპის კნიდოსპორიების კლასის რიგი (სხვა კლასიფიკაციით შეიძლება ჰქონდეს კლასის ან ტიპის რანგი). აერთიანებს 500-ზე მეტ სახეობას. მწერების, ჭიების, მოლუსკებისა და თევზების პარაზიტებია. ტიპობრივი წარმომადგენლებიდან ყველაზე მეტად ცნობილია ნოზემააბრეშუმმხვევიების დაავადება „პებრინის“ გამომწვევი.
Source: ელიავა, ი., მოკლე ზოოლოგიური ლექსიკონი / [რედ.: რ. ჟორდანია, ი. ქორქია] / საგამომცემლო, თბ.: ჯისიაი, 2001წ.