რგოლოვანი ჭიების ტიპის კლასი (500-ზე მეტი სახეობა). ძირითადად ზღვის ფორმებია, იშვიათად მტკნარი წყლის ბინადარნიც. ცხოვრობენ ფსკერზე. ზოგიერთი ცხოვრობს ქვიშის, კირის ან რქოვანი ნივთიერებისაგან აგებულ მილებში. განვითარება ხდება მეტამორფოზით. ტიპობრივ ლარვას ეწოდება ტროქოფორა. წარმოადგენენ თევზების საუკეთესო საკვებს.
Source: ელიავა, ი., მოკლე ზოოლოგიური ლექსიკონი / [რედ.: რ. ჟორდანია, ი. ქორქია] / საგამომცემლო, თბ.: ჯისიაი, 2001წ.