ძუძუმწოვრების კლასის ერთ-ერთი რიგი (240-ზე მეტი სახეობა). სხვადასხვა სიდიდისა და აგებულების ცხოველებია. საერთო აქეთ კბილების აგებულება: კარგადაა განვითარებული ეშვები; მჭრელები მცირე ზომისაა, ძირითადები ბორცვიანია. უმრავლესობის ნაშიერები დაბადებისას ბრმა და უმწეოა. მრავალი მათგანი ხორცის მჭამელია, ნაწილი იკვებება მწერებით, აგრეთეე მცენარეებით, არის ნაირმჭამელებიც. აერთიანებს 7 ოჯახს.
Source: ელიავა, ი., მოკლე ზოოლოგიური ლექსიკონი / [რედ.: რ. ჟორდანია, ი. ქორქია] / საგამომცემლო, თბ.: ჯისიაი, 2001წ.