მა მბ მე მზ მთ მი მკ მო მრ მს მტ მუ მფ მღ მც მძ მწ მჭ მხ მჯ
მულ მუს მუტ მუც მუხ

მუცელფეხიანი მოლუსკები (Castropoda)

მოლუსკების ტიპის ერთ-ერთი კლასი (85000-დე სახეობა). ბინადრობენ ზღვებში, მტკნარ წყლებსა და და ხმელეთზე. ნიჟარა მთლიანია სპირალურადაა დახვეული. უმრავლესობას ბილატერალური სიმეტრია დაკარგული აქვს. თაეზე არის პირი, თვალები, საცეცები. აქვთ მანტია, რომლის შიგნით განლაგებულია სუნთქვის ორგანოები, აქვე იხსნება ანალური ხვრელი, გამომყოფი და გამრავლების ორგანოები. არიან ცალსქესიანი და პერმაფროდიტული ფორმები. განვითარებით გვანან რგოლოვან ჭიებს. ლარვას ეწოდება ველიგერი. კლასი იყოფა 3 ქვეკლასად: წინალაყუჩიანები, უკანალაყუჩიანები და ფილტვიანები.
Source: ელიავა, ი., მოკლე ზოოლოგიური ლექსიკონი / [რედ.: რ. ჟორდანია, ი. ქორქია] / საგამომცემლო, თბ.: ჯისიაი, 2001წ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9