მუცელფეხიანი მოლუსკების ქვეკლასი. ლაყუჩები რუდიმენტურია და შეცვლილია „ფილტვის პარკით“. მანტიის კომპლექსის ორგანოები კენტია. უმეტეს შემთხვევაში აქვთ კარგად განვითარებული ნიჟარა. ცხოვრობენ ხმელეთზე და მტკნარ წყლებში, ცალკეული სახეობები – ზღვებში.
Source: ელიავა, ი., მოკლე ზოოლოგიური ლექსიკონი / [რედ.: რ. ჟორდანია, ი. ქორქია] / საგამომცემლო, თბ.: ჯისიაი, 2001წ.