რგოლოვანი ჭიების ტიპის კლასი (3000-დე სახეობა). პოლიმერული ჭიებია. პალპები, პარაპოდიები და ლაყუჩები რედუცირებულია. სისხლის მიმოქცევის სისტემა დახშულია. გამომყოფი ორგანოები წარმოდგენილია მეტანეფრიდიებით. სხეულის სიგრძე 0,05-2,5 მ. განვითარება მიმდინარეობს მეტამორფოზის გარეშე. ფართოდაა ცნობილი ჭიაყელები.
Source: ელიავა, ი., მოკლე ზოოლოგიური ლექსიკონი / [რედ.: რ. ჟორდანია, ი. ქორქია] / საგამომცემლო, თბ.: ჯისიაი, 2001წ.