ძუძუმწოვრების კლასის ერთ-ერთი რიგი (200-დე სახეობა). მცირე ზომის ძუძუმწოვრებია; კბილები სუსტადაა დიფერენცირებული. იკვებებიან ძირითადად მწერებით და სხვა უხერხემლოებით. ფართოდ არის ცნობილი თხუნელა და ზღარბი.
Source: ელიავა, ი., მოკლე ზოოლოგიური ლექსიკონი / [რედ.: რ. ჟორდანია, ი. ქორქია] / საგამომცემლო, თბ.: ჯისიაი, 2001წ.