მწერების კლასის, პეპლების (ქერცლფრთიანების) რიგის ქვერიგი. აერთიანებს პეპლების უმრავლესობას, რომლებსაც ახასიათებს წინა და უკანა ფრთების ფორისა და დაძარღვის სხვაობა. პირის აპარატი, როგორც წესი, წარმოდგენილია გრძელი ხორთუმით. ქვერიგში მრავალი ოჯახია (50000 – დე სახეობა). განვითარება – სრული გარდაქცევით. მრავალი მცენარეთა მავნებელია.
Source: ელიავა, ი., მოკლე ზოოლოგიური ლექსიკონი / [რედ.: რ. ჟორდანია, ი. ქორქია] / საგამომცემლო, თბ.: ჯისიაი, 2001წ.