ნა ნე ნი ნო
ნათ ნაი ნაკ ნამ ნან ნატ ნაუ ნაღ ნაყ ნაც ნაწ ნაჭ ნახ

ნახევრადხეშეშფრთიანები ანუ ბაღლინჯოები (Hemiptera)

არასრული გარდაქცევის მქონე მწერების ერთ-ერთი რიგი (30000-ზე მეტი სახეობა). ფართოდაა გავრცელებული. წინა ფრთების ბოლოები აპკისმაგვარია, ფუძე კი ხეშეშია. ზოგიერთებს ფრთები ნაწილობრივ ან მთლიანად რედუცირებული აქეს, პირის აპარატი მჩხვლეტავ-მწუწნავია; მკერდზე განლაგებული აქვს სუნიანი ჯირკვლები. რიგში 50-მდე ოჯახია. მრავალი მათგანი სოფლის მეურნეობის მავნებელია. არიან მტაცებლებიც და სისხლის მწოველი პარაზიტებიც. ზოგიერთები ბინადრობენ წყალში.
Source: ელიავა, ი., მოკლე ზოოლოგიური ლექსიკონი / [რედ.: რ. ჟორდანია, ი. ქორქია] / საგამომცემლო, თბ.: ჯისიაი, 2001წ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9