კიბოსნაირების კლასის ცეფალოკარიდების ქვეკლასის ერთ-ერთი რიგი (1800 - ზე მეტი სახეობა). მცირე ზომის პლანქტონური კიბოსნაირებია; მათი სხეული შედგება რთული თავისაგან, რომლის შემადგენლობაში შედის მკერდის პირველი სეგმენტი; მკერდი ხუთნაწევრიანია, მუცელი - ოთხნაწევრიანი. ცურავს გრძელი და კარგად განვითარებული ანტენულების საშუალებით. ძირითადად თავისუფლად მცხოვრები ცხოველებია, ნაწილი პარაზიტია.
Source: ელიავა, ი., მოკლე ზოოლოგიური ლექსიკონი / [რედ.: რ. ჟორდანია, ი. ქორქია] / საგამომცემლო, თბ.: ჯისიაი, 2001წ.