მოლუსკების ტიპის ერთ-ერთი კლასი (15000-მდე სახეობა) ფართოდაა გავრცელებული მსოფლიო ოკეანეში და მტკნარ წყლებში. აქვთ ორი საგდული, თავი არ გააჩნიათ. აქვთ კუჭი და ღვიძლი. გრძნობათა ორგანოები სუსტადა აქვთ განვითარებული. ცალსქესიანებია, ზოგჯერ ჰერმაფროდიტები. განვითარება პირდაპირია ან ტროქოფორის მსგავსი ლარვით. მრავალი ეწევა მიმაგრებულ ცხოვრებას. აერთიანებს 4 რიგს.
Source: ელიავა, ი., მოკლე ზოოლოგიური ლექსიკონი / [რედ.: რ. ჟორდანია, ი. ქორქია] / საგამომცემლო, თბ.: ჯისიაი, 2001წ.