ძვლოვანი თევზების კლასის ერთ-ერთი რიგი. ფარფლებში არა აქვთ ეკლიანი სხივები. აქვთ ცხიმოვანი ფარფლი. საცურაო ბუშტი (თუკი გააჩნიათ) შეერთებულია საყლაპავთან. ქერცლი ციკლოიდურია. რიგში 8 ქვერიგია. უმრავლესობას აქვს დიდი სარეწაო მნიშვნელობა.
Source: ელიავა, ი., მოკლე ზოოლოგიური ლექსიკონი / [რედ.: რ. ჟორდანია, ი. ქორქია] / საგამომცემლო, თბ.: ჯისიაი, 2001წ.