ძვლოვანი თევზების ერთ-ერთი ზერიგი. ლაყუჩების გარდა, აქვთ ნამდვილი ფილტვები, შინაგანი ნესტოები – ქოანები, ფილტვის სისხლის მიმოქცევა, ქვედა ღრუ ვენა, რაც დამახასიათებელია ამფიბიებიდან დაწყებული ხმელეთის ყველა ხერხემლიანისათვის. აქვთ პრიმიტიული ნიშნები – მალების სხეული არაა განვითარებული, მთელი სიცოცხლის მანძილზე აქვთ ქორდა. წარმოიშვნენ დევონში. ცნობილია სულ რამდენიმე სახეობა.
Source: ელიავა, ი., მოკლე ზოოლოგიური ლექსიკონი / [რედ.: რ. ჟორდანია, ი. ქორქია] / საგამომცემლო, თბ.: ჯისიაი, 2001წ.