სრული გარდაქცევის მქონე მწერების ერთ-ერთი რიგი (140000-მდე სახეობა). აქვთ კარგად განვითარებული, ქერცლით დაფარული ფრთები. მხოლოდ ზოგიერთებია უქერცლო. ზოგჯერ ფრთები უვითარდებათ. პირის აპარატი მწუწნავი ტიპისაა და ხორთუმის ფორმა აქვს. არიან დღისა და ღამის პ-ბი. ლარვებს (მატლებს) მუხლუხო ეწოდება; მათ აქვთ მღრღნელი ტიპის პირის აპარატი და სააბრეშუმო ჯირკვლები. არიან როგორც მცენარეთა მავნებლები, ასევე სასარგებლო ფორმები, რომლებიც დამმტვერავების როლში გამოდიან. ზოგიერთი ტიპები ადამიანის მიერ გამოიყენება აბრეშუმის მისაღებად (მაგ. თუთის, მუხის, ჩინური, აილანტური და სხვ. აბრეშუმმხვევიები).
Source: ელიავა, ი., მოკლე ზოოლოგიური ლექსიკონი / [რედ.: რ. ჟორდანია, ი. ქორქია] / საგამომცემლო, თბ.: ჯისიაი, 2001წ.