ფრინველების კლასის ზერიგი – ერთადერთი -პინგვინისნაირთა რიგით (Sphenisciformes). სულ I7 სახეობა. ფრთები გადაქცეულია ელასტიურ ფარფლად. ძვლები არაა პნევმატური. აპტერიები არა აქვთ. ბინადრობენ სამხრეთ ნახევარსფეროში. ბუდობენ დიდ კოლონიებად დაბალ ნაპირებზე, ზოგჯერ ყინულზე. ყველაზე დიდი ფორმაა – საიმპერატორო ჰინგვინი (45 კგ – დე), სახლობს ანტარქტიდის ნაპირებზე.
Source: ელიავა, ი., მოკლე ზოოლოგიური ლექსიკონი / [რედ.: რ. ჟორდანია, ი. ქორქია] / საგამომცემლო, თბ.: ჯისიაი, 2001წ.